ქუთაისში შეკრებილი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

„სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს“ - „თეთრი ხალათების" აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კლინიკების ეზოში შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„აღშფოთებული ვართ ექიმის უკანონო დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულდება. სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ჩვენი სამშვიდობო აქციით ვუერთდებით „თეთრი ხალათების" აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირობის მაგალითი და აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა