სოფო კილაძე - ბლოკირებულია პარლამენტი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა - მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბლოკირებულია პარლამენტი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, კანონდარღვევაა. მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდნენ კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კილაძის თქმით, აუცილებელია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ფუნქციონირება, როგორც ევალება კონსტიტუციის მიხედვით.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა განცხადება გააკეთეს, რომ პროცესი არ უნდა გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. მოვუწოდებ მათ, რომ დაბრუნდენ კანონის ფარგლებში და მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებში. შეკრებისა და მანიფესტაცის უფლება, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლება, ჩვენი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც იცავს, მათ შორის კრიტიკული აზრის თავისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ ამან არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“,-აღნიშნა კილაძემ.

ამასთან, კილაძის თქმით, ე.წ. გერმანული მოდელს, იმისთვის, რომ მან იფუნქციონიროს საქართველოში, სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.

„ტყუილია ოპოზიციური ლიდერების განცხადება, რომ „გერმანული მოდელის“ ფუნქციონირება შესაძლებელია არსებული კონსტიტუციის ფარგლებში“,-აღნიშნა კილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა