გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს, 12:45-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში დიღომი, დიდგორი, ვეძისი, თელოვანი, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, მუხრანი, ვარდისუბანი.

11:15-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი და დაბა სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა