პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გვიან ღამით დასრულდა. მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები დღეს, 19 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას აპირებენ, რათა აქციის დაშლისას დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდება, მანამდე კი აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ.

"პარტიებთან კონსულტაციებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებთ. სიმართლე გითხრათ, ჯერ გეგმა არ გვაქვს", - აღნიშნა დიღმელაშვილმა.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ ტროტუარზე 7 კარავია გაშლილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა