ზურაბ ჯაფარიძე - ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვაკავებდი, რომ ხალხი არ გადაეჭყლიტა, მერე ჯავშანჟილეტში ჩავავლე ხელი

ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვაკავებდი, რომ ხალხი არ გადაეჭყლიტა, მერე ჯავშანჟილეტში ჩავავლე ხელი და რამდენიმე წამის განმავლობაში ვაკავებდი, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქციის დაშლისას თავისი დაკავების დეტალები გაიხსენა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"თუ დამიძახეს, უნდა გამოვცხადდე და მე როგორც ცნობად სახეს, მენდობიან, რომ გამოვცხადდები და ვითომ იმათ არ ენდობიან. ერთი 10 კაცი ჩემთან ერთან ვინც იყო, „კაპეზეზე“ გადაიყვანეს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და ხულიგნობის, დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. მისი თქმით, ის ჩიტაძის ქუჩიდან აიყვანეს.

"მე დამაკავეს ჩიტაძეზე, სადაც ვახდენდით პიკეტირებას. მივხვდით, რომ თუ ფეხზე ვიდგებოდით, მოგვაწვენოდნენ და გაგვწევდნენ ფიზიკური ძალით, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დავსხდებით ქვაფენილზე და გადავლას მოერიდებიან, ისინიც ხომ ადამიანები არიან-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არიან ადამიანები. პირველი რიგები როცა წამოიშალა, ადამიანებს ერთმანეთზე ყრიდნენ. თავზე მეცემოდა ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი. ამის შემდეგ ერთმანეთს ვეხმარებოდით წამოდგომაში, რომ არ გადაჯეგილიყვნენ ადამიანები. ვეხმარებოდი წამოდგომაში ხალხს, შემდეგ ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვაკავებდი, რომელიც მაწვებოდა, რომ ხალხი არ გადაეჭყლიტა. ამასობაში ფარმა ხელი შემიშალა, ეს ფარი გავწიე და ჯავშანჟილეტში ჩავავლე ხელი და რამდენიმე წამის განმავლობაში ვაკავებდი. მერე ვიღაცამ დაიძახა, შეაგდეთ შიგნითო და დამაკავეს", - განმარტა ჯაფარიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა