აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 კლინიკიდან უკვე გაწერილია, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა