პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი ომბუდსმენი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს ახალი ომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესმენთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბიზნესომბუდსმენის წარდგენის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს გარემოს განვითარების და დაცულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს სტაბილური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო, სადაც ბიზნესმენები და ინვესტორები თავს დაცულად იგრძნობენ.

თავის მხრივ, მიხეილ დაუშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერს წარდგენისთვის, რის შემდეგაც ბიზნესის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა და ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს იმ ყურადღებისთვის, რომელსაც მთავრობა ბიზნესგარემოს განვითარებას უთმობს.

„მოხარულნი ვართ, რომ ახალი ბიზნესომუდსმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად წარუდგინა ბიზნეს წრეებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უზრუნველყოს სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნეს გარემო, რადგანაც ეს ინსტიტუცია ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც, იმედს გამოვთვქმთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს