იენს სტოლტენბერგი - ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს

ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

„კოსმოსი აუცილებელია ალიანსის თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების, კომუნიკაციის და ნავიგაციის თვალსაზრისით. დედამიწის გარშემო დაახლოებით 2000 თანამგზავრია. მათ შორის ნახევარზე მეტი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეკუთვნის. ასე რომ, კოსმოსის სამოქმედო სივრცედ აღიარება აშკარა გზავნილი იქნება, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების დაცვას ყველა მიმართულებით. ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს. მაგრამ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მისიებისა და ოპერაციების სწორი მხარდაჭერა“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა