გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები 20 ნოემბერს პროკურატურასთან აქციას გამართავენ

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პროკურატურასთან ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მხარდამჭერების აქცია გაიმართება. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს'' პარტია ,,გამარჯვებული საქართველოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აქციის მიზანი და მოთხოვნები ხვალ გახდება ცნობილი.

,,აქციები გაგრძელდება ყოველდღიურად, ყოველდღიურად შეწუხდება ეს ხელისუფლება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა შეწუხდება. ხვალ გაიმართება ერთ-ერთი აქცია პროკურატურასთან. თუ რას შეეხება ეს აქცია და რა იქნება თემა, ამას ხვალ სამ საათზე გაიგებთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ „გამარჯვებული საქართველოს“ აქცია, ესაა იმ ოპოზიციური ლიდერების მიერ დაანონსებული აქცია, რომლებიც დაახლოებით 5 დღეა ვიკრიბებით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ხვალ შეძლებისდაგვარად, ყველა ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და მხარდამჭერები იქნებიან ჩვენთან ერთად, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა