სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წასადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გიორგი კახიანის თქმით, ვინ დაიკავებს პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებს, უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გუნდი პოზიციას შეაჯერებს.

ამასთან, კახიანმა არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე.

„სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა და შესაბამისად, თანამდებობები. ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები. ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, სოფიო ქაცარავასა და ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეები პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი იქნებიან.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი ოქტომბრის დასაწყისში დატოვა. სოფიო ქაცარავმ კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, რამდენიმე დღეში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია