თამარ კორძაია - გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი, დღეს ვნახავთ, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო

გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი, დღეს ვნახავთ, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ სასამართლოში განუცხადა, სადაც 18 ნოემბერს, აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

"გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის ზეიმი. დღეს ველოდებით რა მწვერვალებს მიაღწევს მოსამართლე, რადგან ველოდებით გადაწყვეტილებას, როგორი იქნება. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, როგორც გამამართლებელი, ანუ დარბაზიდან გაუშვან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე და ასევე, იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა. დღეს ერთადერთი დაგვრჩა სანახავი, რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო უკანონო გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა