„ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ აქციის დაშლისას დაკავებულების წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემას სისტემა რიგით პოლიციელებს აიძულებს

სისტემა ძალადობს რიგით პოლიციელებზე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც აქციის დაშლისას დაკავებულებთან ერთად მისი პროცესიც უნდა გაიმართოს.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი მხრიდან ხულიგნობასა და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.

„სისტემა ძალადობს რიგით პოლიციელებზე. დაკავების ოქმები დაკავების ადგილზე და დამკავებელი პირების მიერ არ შემდგარა. ყველა დაკავებულის ოქმი სამსახურებრივ სიყალბეს წარმოადგენს. არანაირი მტკიცებულება მას არ გააჩნია.

არანაირ ხულიგნობას, გინებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ჩვენს წინააღმდეგ ყალბი ჩვენების მიცემას სისტემა რიგით პოლიციელებს აიძულებს. პროცესზე შეჯიბრობითობის პრინციპი უგულებელყოფილი იყო, რადგან მხარეებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოედგინათ", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი