ირაკლი ნადირაძე - გათავისუფლების შემთხვევაში, აუცილებლად მივალთ რუსთაველზე

გათავისუფლების შემთხვევაში, აუცილებლად მივალთ რუსთაველზე და ვიდგებით იქ მანამ, ვიდრე იმ მონაპოვარს, რომელიც ახალგაზრდებს თვალების დაკარგვად დაუჯდათ, არ ვიზეიმებთ ერთად, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 18 ივნისს, აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო პროცესები იმართება.

ნადირაძის თქმით, მათი ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია.

რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო პროცესს, ნადირაძის შეფასებით, „ეს ერთი დიდი ცირკი და კლოუნადა იყო".

„მოსამართლე ყოველ ნახევარ საათში შესვენებას აცხადებდა და ელოდებოდა მომდევნო დირექტივებს, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ფაქტია, რომ მათ ძალიან უნდოდათ ჩვენი დაკავება, პროცესიდან ეს ჩანდა, მაგრამ იმდენად უსუსური და სამარცხვინო იყო ბრალდება, რომ მათ ეს ვერ გაკეთეს, რადგან ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება“, - განაცხადა ნადირაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა