ირაკლი კოვზანაძე - ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს

„ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2020-2022 წლისთვის კვლავ 3%-ია.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოქტომბრიდან, პროექტის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება.

„კერძოდ, ოქტომბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ჯამში კი, მონეტარული პოლიტიკის უკანასკნელ სამ სხდომაზე, 1.5 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა. დოკუმენტის განმარტებით ბარათში კი წარმოდგენილია ინფლაციის დონე აგვისტოს თვის მონაცემებით 4.9%, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინება თუ რამდენად შესაძლებელია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის (3%-ის) მიღწევა. ამასთან, საინტერესოა რა ინსტრუმენტების გამოყენებას გეგმავს ამ კუთხით ეროვნული ბანკი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად. 18 გვერდიანი დოკუმენტი დღეს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა