საპენსიო სააგენტოს აუდიტს KPMG Georgia ჩაატარებს

პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG Georgia ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა.

„გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით KPMG Georgia დასახელდა. კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.

კონკურსში მონაწილეობდა KPMG Georgia, „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და დელოიტი და ტუში"(Deloitte). როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“-მ განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა