გიორგი რურუამ განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის.

"მას შემიძლია ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება", - აღნიშნა გიორგი რურუამ პროცესზე.

ამასთან, რურუას თქმით, ის თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მასზე ხდება ზეწოლა.

"მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებლად დავიხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას", - განაცხადა გიორგი რურუამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა