გიორგი გახარია დაკავებულ ექიმზე -  ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში

ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე