ვლადიმერ პუტინი -  მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიაზე გადასვლა გამოქვაბულებში დაგვაბრუნებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფორუმზე „რუსეთი გიხმობს“ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ნახშირბადის ნულოვანი ემისია, პრეისტორიულ პერიოდში, „გამოქვაბულებში დაგვაბრუნებს“.

„როდესაც საუბარია ენერგიის წარმოების შემცირებაზე და მხოლოდ ქარისა თუ მზის ენერგიაზე, ვფიქრობ, რომ ასე კაცობრიობა ყოფას გამოქვაბულებში დაასრულებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ის ვეღარაფერს მოიხმარს“,-განაცხადა პუტინმა ფორუმზე.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ცივილიზაციის არსებობა ჰიდროკარბონების და ატომური ენერგიის გარეშე.

ცნობისთვის, კლიმატურ ცვლილებებზე რუსეთის პრეზიდენტმა ადრეც ისაუბრა. 2003 წელს მან იხუმრა, რომ თბილი ამინდები მარცვლეულის მოსავალს გაზრდიდა და შეამცირებდა ხარჯებს ბეწვის ქურთუკებზე. ამ ზაფხულს ვლადიმერ პუტინმა ქარის ტურბინებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ჩიტების სიკვდილს იწვევდა და „ნიადაგიდან ჭიების ამოსვლას“ უშლიდა ხელს.

იხილეთ ვიდეო:

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი