აქციის მონაწილეებმა ბოქლომი მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკრის ნაცვლად, ღობეს დაადეს

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. თავდაპირველად აქციის მონაწილეები მხარდამჭერებთან ერთად ბოქლომის დადებას მთავარ შესასვლელზე ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ჭიშკარზე ბოქლომის დადების მცდელობას კი სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოჰყვა მცირე დაპირისპირება.

საბოლოოდ კი აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ბოქლომი ჭიშკრის ნამცვლად მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე ჩამოეკიდათ. ისინი აცხადებენ, რომ ამგვარ პიკეტირებას სამომავლოდაც მოაწყობენ.

„ივანიშვილის ყველა ორგანო, რომელიც ხალხს არ ემსახურება, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია, სასამართლო, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველა დაბოქლომდება. ივანიშვილის სასახლეც დაბოქლომდება. პროცესი იქამდე გაგრელდება, ვიდრე ივანიშვილი არ მიხვდება, რომ დანაპირები უნდა შეასრულოს. ჩვენ არ ვართ მონებო, მონები არიან ისინი, ამიტომ ბოქლომი მათი სამკაულია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დროისათვის ადგილზე რჩებინ აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები.

იხილეთ ვიდეო:

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე