საბერძნეთი მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთი მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის. ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, უახლოეს მომავალში საბერძნეთისა და თურქეთის სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი მათი რაოდენობა 800-ით გაიზრდება.

„ჩვენ მხოლოდ იმათ მივესალმებით, ვინც ჩვენთვის მისაღებია. ადამიანებით მოვაჭრეებისა და ბოროტმოქმედებისთვის კი კარს სამუდამოდ დავხურავთ“, -განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 3 კუნძულზე არსებული მიგრანტთა ბანაკების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ადგილას მიგრანტთა იდენტიფიკაციის ცენტრები მოეწყობა, ლტოლვილებს კი საბერძნეთის სხვა რეგიონებში გადაანაწილებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა