თბილისის მერია 2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისის მერია 2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მერიაში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, კალკულაციას და საბუთების გადმოგზავნას ელოდებიან. შესაბამის სამსახურებს დავალება უშუალოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მისცა.

„როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ბავშვის ავადმყოფობის შესახებ, უშუალოდ მერმა დაავალა შესაბამის სამსახურს, რომ დაკავშირებოდნენ ოჯახს და მაქსიმალურად დავხმარებოდით ბავშვს, რომ მისი მკურნალობა დაფინანსდეს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები არიან კავშირზე მშობლებთან და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კონტაქტი. ველოდებით კალკულაციას, რომელიც უნდა გადმოგზავნოს ოჯახმა შესაბამისი საბუთებით, რომ ოფიციალურად შემოვიდეს მერიაში და მერიამ ბავშვს დახმარება გაუწიოს. ერთ-ერთი ღია წერილი იყო უშუალოდ ქალაქის მერის, კახა კალაძის მისამართით და როგორც კი ეს წერილი მივიდა მასთან, მაშინვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ მაქსიმალური დახმარება გაეწია ოჯახისთვის,“ - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა