საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან (27 ნოემბერი 2019 - 15 მაისი 2020 წ.) დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება - მათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა