ირანის მაღალჩინოსანი - ქვეყნის ჯარებმა, გვარდიამ და პოლიციამ ამერიკელი აგენტების მიერ მართული ამბოხი აღკვეთა

ირანის მთავრობის მაღალჩინოსნის, პარვიზ თავასოლიზადეჰის თქმით, ირანის ჯარმა და რევოლუციურმა გვარდიამ პოლიციას დახმარება გაუწია აღეკვეთა „ამერიკელი აგენტების“ მიერ მართული ძალადობრივი ქმედებები.

„რევოლუციური გვარდიის ყველა ძალა, სამხედრო დაჯგუფება „ბასიკი“, დაზვერვის სამინისტრო, პოლიცია, არმია, ყველა მონაწილეობას იღებდა, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებოდა“, - განაცხადა თავასოლიზადეჰმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აჯანყებულები შეიარაღებულნი იყვნენ.

გვარდიის ერთ-ერთი მეთაურის, ბაჰმან რეიჰანის თქმით, დემონსტრანტები მართულნი იყვნენ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

ირანის ოფიციალურმა პირებმა შეერთებული შტატები, ისრაელი და საუდის არაბეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ქვეყანაში არეულობის ხელშეწყობაში.

ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოებერს დაიწყო. Amnesty International-ის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას 100-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. ინფორმაციას არ ადასტურებს ოფიციალური თეირანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე