მინსკში ფერწერული გამოფენა - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა

ბელარუსში საქართველოს საელჩოსა და მინსკის სამხატვრო გალერეის-„კულტურის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, ფერწერული გამოფენა სახელწოდებით - „საქართველოსა და ბელარუსის ცის ქვეშ“ გაიხსნა. გამოფენა საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. მასზე წარმოდგენილია ქართველი და ბელარუსი მხატვრების მიერ სხვადასხვა ჟანრის, ტექნიკისა და ფორმების გამოყენებით შექმნილი ფერწერული ტილოები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების სწრაფ დინამიკაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუსს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და საელჩოს ეგიდით ახლო მომავალში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს. აგრეთვე, ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ და ბელარუს მხატვრებს - ლეონიდ დანელიას, კახაბერ გოგოხიას, თამარა მატვეენკო-ბატაკოვას, ვალენტინ გუბარიოვს, სერგეი რიმაშევსკის და ანდრეი სმიოლაკის - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გარღმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და გამოფენაში მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. „კულტურის უნივერსიტეტის“ გალერეა ექსპოზიციას მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს