კენიაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია

კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეწყერს სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სტიქია, რომელიც გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია, შუაღამით გაძლიერდა, ოთხი ხიდი წალეკა და სოფელ მუინოსთან მისასვლელი გზაც ჩაკეტა. აღნიშნული სოფელი სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ადგილობრივი გუბერნატორის ჯონ ლონიანგაპიუს თქმით, არსებობს მთელი სოფლის განადგურების საშიშროება.

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სამაშველო ოპერაციებში არმია და პოლიციაცაა ჩართული.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე