გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლება უნდა გახდეს

ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა უნდა გახდეს ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ასეთი ინიციატივით გამოვიდა დღეს გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი.

მისი თქმით, მსოფლიო ქსელისადმი თავისუფალი წვდომა უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტალური უფლება მთელ მსოფლიოში.

ინტერნეტისადი ასეთი თავისუფალი წვდომის უფლება მინისტრმა შეადარა ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორებიცაა განათლება და სამედიცინო მომსახურება.

გარდა ამისა, ალტმაიერის თქმით, ინტერნეტი უნდა გახდეს გლობალური და თავისუფალი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მცხოვრებთათვის და ამ მიდგომას მხარი უნდა დაუჭირონ არ მხოლოდ მთავრობებმა, არამედ არასამთავრობო სტრუქტურებმა.

25 ნოემბერს ბერლინში იხსნება ხუთდღიანი ფორუმი, რომელიც ინტერნეტის მართვას უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა