პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კომიტეტებსა და ფრაქციებს ტოვებს

„ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტოვებს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი, ზაზა კედელაშვილი ტოვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.

თალაკვაძის თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს“ ტოვებს მუხრან ვახტანგაძე.

„ქართული ოცნების“ ფრაქციას კი ტოვებენ გიორგი მოსიძე და ზაზა ხუციშვილი.

„კონსერვატორების“ ფრაქციიდან რუსლან გაჯიევი კი გადაინაცვლებს „ქართული ოცნება- მწვანეებში“.

ფრაქციებს ტოვებენ ირინა ფრუიძე და მარიამ ჯაშიც.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში