ლაშა დარსალია - მნიშვნელოვანია,  რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ფიზიკურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდეს

მნიშვნელოვანია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ფიზიკურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ამ მხრივ ყველა საერთაშორისო მექანიზმი გვაქვს ამოქმედებული და მეორე მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოხდეს გათავისუფლება. არის ბევრი საკითხი და ამაზე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ამაზე საჯარო საუბარი რთულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს იქნება ეს ადამიანის უფლებათა მექანიზმები თუ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები, არის ჩართული, რათა მოხდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე რუსულ მხარესთან და მოხდეს ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ რაღაცაზე ვერ ვისაუბრებთ საჯაროდ, თვითონ პროცესის ამოცანებიდან გამომდინარე და იმ ამოცანიდან გამომდინარე, რომ გავათავისუფლოთ ბატონი ვაჟა, ჩვენ ოჯახს კონკრეტულად დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, რა კეთდება ამ მიზნით და ამ ამოცანებისთვის. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან გვაქვს და ასევე აქვს ეს ინფორმაცია ოჯახსაც“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მან ასევე ისაუბრა დე-ფაქტო მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თითქოსდა ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამება, თავად რუსული მხარისთვის ცნობილია და იყო მხოლოდ მანიპულაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა