„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორი პარლამენტის ტერიტორიიდან გადაყვანილ ახალგაზრდაზე - გადაციება არ ყოფილა - წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა

„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ.

„08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა