გუბაზ სანიკიძე - თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ შეშაპარია ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა ბევრი რამ დააშავა და ბევრიც გააკეთა.

„ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. მე ღიად განვაცხადე. ძვირფასო ნაძირლებო, „ტროლებო“, იქნებ დაუკვირდეთ, როდესაც ასეთი დაპირისპირების შემდეგ ადამიანები მოახერხებენ, დასხდებიან სასაუბროდ, ეს უპრინციპობას კი არა პრინციპულობას ნიშნავს. „არ გვინდა მიშა და არ გვინდა ბიძინა“, ეს არის პირდაპირ ბიძინას დატოვების ნარატივი. წამყვანი ოპოზიციური პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მომხრეები უფრო მეტნი არიან დღეს, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული. დარბევაზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა 20 ივნისის მერე ენები დაიმოკლეთ. როცა გავრილოვი გეჯდათ ზვიად გამსახურდიას სავარძელში, ენები დაიმოკლეთ. თუ ვინმეს სააკაშვილი არ მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ შეშაპარია ბიძინა ივანიშვილი. ჩემთვის ახლა ამათი ყიყინი არაფერს ნიშნავს, საკმაოდ გასქელებული მაქვს კანი,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის