კახა კუკავა ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია გამართა, თემაზე - "კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში".

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დისკუსიისას აღინიშნა, რომ პროპორციული სისტემა მხოლოდ საარჩევნო რეფორმა არ არის, არამედ იგი წარმოადგენს საქართველოში თანამედროვე ევროპული სახელმწიფოსა და პოლიტიკური სტაბილურობის ფორმირების ერთადერთ საშუალებას.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, პროპორციული სისტემის პირდაპირი ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და აუდიტორიისთვის სხვა საინტერესო საკითხები.

ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა