მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა საკრებულოს შენობასთან, სადაც თბილისის მერიის სხდომა იმართებოდა, საპროტესტო აქცია გამართეს

მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა დედაქალაქის საკრებულოს შენობასთან, სადაც თბილისის მერიის სხდომა იმართებოდა, საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, უნდოდათ დისკომფორტი შეექმნათ დედაქალაქის მერისთვის, თუმცა, მათივე ინფორმაციით, „კახა კალაძე საკრებულოს შენობიდან უკანა გასასვლელით გაიპარა“.

„მოძრაობა „გაბედე" აქ იმისთვის მოვედით, კახა კალაძისთვის პირში გვეთქვა სათქმელი. მან ვერ გაბედა ცენტრალური გასასვლელიდან გამოსვლა და უკანა გასასვლელიდან გაიძურწა, როგორც მას სჩვევია. ის მუდმივი გაქცევის რეჟიმში ვერ იქნება და დავიჭერთ იქ, სადაც ეგონება, რომ საფრთხე არ ემუქრება და გაიზირებს იგივე ბედს, რაც დღეს დილით ლაგოდეხის მაჟორიტარმა, გურამ მაჭარაშვილმა გაიზიარა, როდესაც მას პრესკონფერენციის ჩატარებისა და ხალის მოტყუების საშუალება არ მივეცით“, - განაცხადეს მოძრაობის წევრებმა.

საკრებულოს შენობასთან ამ დროისთვის 15-მდე პოლიციელია მობილიზებული. ადგილზე რჩებიან მოძრაობა „გაბედეს" წევრებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა