ჯანდაცვის სამინისტრო - პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შედეგად ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ბინაზეა გაწერილი

26 ნოემბერს, რუსთაველზე, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შედეგად ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის ბინაზეა გაწერილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთხი პაციენტიდან სამი, გუშინვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან, ინგოროყვაში მოთავსებულმა ერთმა მამაკაცმა კი კლინიკა დღეს დატოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად, არცერთი პირი გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა