ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მცხოვრებლები სახელმწიფო უწყებებთან აქციას გამართავენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლები, ამხანაგობა „ბაკურიანი-დიდი მიტარბი“-ს წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობა „ბაკურიანი-დიდი მიტარბიდან“ აცნობეს, აღნიშნულ სახელმწიფო უწყებებთან 28 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მივლენ.

დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებს რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა აქვთ, მათ შორის მიწების რეგისტრაციაში გატარებასა და საკუთრებაში დარეგისტრირების კუთხით. ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში გაჟღერებული დანაპირების შესრულება სამართლიანობის აღდგენის შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა