ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მე ვუშვებ  შესაძლებლობას, რომ კლინიკებისთვის დაწესებული ერთიანი ტარიფი შეიცვალოს

კლინიკას, რომელიც ხედავს იმგვარ რისკს, რაც მისთვის გადაულახავია ფინანსური ან პაციენტის ჯანმრთელობის კუთხით, აქვს არჩევანი, რომ აღარ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიადგილემ, თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესების თაობაზე განაცხადა.

“დადგენილება შევიდა ძალაში, ამიტომ ეს არის მოცემულობა. დადგენილების პირობები ცნობილია შემსრულებლების მიერ. კლინიკას, რომელიც ხედავს იმგვარ რისკს, რაც მისთვის გადაულახავია ფინანსური კუთხით, პაციენტის ჯანმრთელობის კუთხით, აქვს არჩევანი, რომ აღარ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა”, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ტარიფების გადახედვა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მხოლოდ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ობიექტური საფუძვლით მოხდეს.

“დადგენილება ამოქმედებულია და ძალაშია. თუ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, რომელიც იქნება საკმარისად მყარი იმისთვის, რომ შეცვალოს გათვლა, ამ შემთხვევავაში ცალსახად არავის მიზანი არაა, რომ რომელიმე ობიექტურ მოცემულობას დაუპირისპირდეს, ამიტომ მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ ტარიფი შეიცვალოს”, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

კლინიკების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ სთხოვეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა