მშობლების ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ არსებულ ორ საჯარო სკოლაში ბავშვების გაშვებაზე თავს იკავებს

მშობლების ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ არსებულ ორ საჯარო სკოლაში ბავშვების გაშვებაზე თავს იკავებს. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ ორი სა­ჯა­რო სკო­ლა - თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია და 47-ე სა­ჯა­რო სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი, ბოლო დღე­ე­ბია გაკ­ვე­თი­ლებს არ ეს­წრე­ბა.

47-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ირმა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 32% პრო­ცენ­ტი არ გა­მო­ცხად­და. მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, ეს სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა, სკო­ლას­თან არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს და მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მშობ­ლე­ბი აქ­ცი­ე­ბის გამო თავს იკა­ვე­ბენ ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში გა­მოშ­ვე­ბა­ზე. გვაქვს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი, რომ სას­წავ­ლო პრო­ცესს არ ეს­წრე­ბა ბავ­შვე­ბის 32 პრო­ცენ­ტი. სულ 1700 ბავ­შვია ჩვენს სკო­ლა­ში და ათას­ზე მეტი ბავ­შვი ეს­წრე­ბა გაკ­ვე­თი­ლებს, შე­ფერ­ხე­ბა არ გვაქვს. ჯერ არ გვი­სა­უბ­რია მშობ­ლებ­თან იმა­ზე, თუ რა­ტომ არ მო­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში, მაგ­რამ დღეს დღის ბო­ლოს და­უ­რე­კა­ვენ პე­და­გო­გე­ბი და გა­მო­კი­თხა­ვენ მი­ზეზს. ალ­ბათ, ხვალ მოვ­ლენ ბავ­შვე­ბი. უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბით და მოვ­დი­ვართ სკო­ლამ­დე, ამ­დე­ნი ბავ­შვი მო­ვი­და და რო­გორ მო­ვიდ­ნენ აბა?! არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს... ზო­გი­ერ­თი მშობ­ლის ფან­ტა­ზი­ას არ აქვს სა­ზღვა­რი", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ირმა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში. რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კა­პა­ნა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტა, მშობ­ლებ­მა დღეს მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის­გან თავი შე­ი­კა­ვეს.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა დას­წრე­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბის თით­ქმის 35% არ გა­მო­ცხად­და სკო­ლა­ში. მშობ­ლებ­მა თავი შე­ი­კა­ვეს მათ გა­მოშ­ვე­ბა­ზე. თუმ­ცა, შე­ფერ­ხე­ბა არ არ­სე­ბობს და ჩვე­უ­ლებ­რივ ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ კა­პა­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი დილიდან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ჩი­ტა­ძი­სა და ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის ქუ­ჩე­ბი, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს რამ­დე­ნი­მე შე­სას­ვლე­ლი პო­ლი­ცი­ას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით აქვს ჩა­კე­ტი­ლი. ჩა­კე­ტი­ლია ასე­ვე ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩაც. რაც შე­ე­ხე­ბა ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩას, იქ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი არ დგას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა