„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა

ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა. „ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც „აგროჰაბი“ საკუთარ საწარმოებში ამზადებს.

„აგროჰაბის“ და „ვითიბი ბანკის“ თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. ბათუმში გახსნილი „აგროჰაბიც“ სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგია“- განაცხადა “ვითიბი” ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ “აგროჰაბი” მომხარებელს ყოველდღიურად ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას სთავაზობს.

ბათუმში გახსნილი „აგროჰაბი“ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მესამე სუპერმარკეტია. ამის გარდა კომპანია ფლობს რძის და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ფრინველის ფერმებს, კონსერვაციის საწარმოს და ღვინის მარანს კახეთში.

კომპანიის ცნობით, ბათუმის “აგროჰაბში” სამასამდე ადამიანი დასაქმდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე და ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა