პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, ქართული მხარე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხს დააყენებს

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და ივნისის მოვლენების შემდეგ პირველად იმართება, ქვეყნებს შორის არსებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

„ახლა ყველასთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი არის პრიორიტეტული. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შესაფერისია თუ არა მსგავსი ფორმატი ასეთი საკითხების განსახილველად. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს და საშუალებას, რომ ეს ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და ოჯახს დაუბრუნდეს. იმედია, ეს მალე მოხდება და ამ მიმართულებით რაღაც დადებითს მოვისმენ“, - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ ე.წ. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 5 თვეა არ გამართულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა