„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

„ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ „შავ პარასკევთან“ (Black Friday) დაკავშირებით, მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს, სპეცაქციაში ჩართვა ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის მხოლოდ ერთი დღით, 29 ნოემბერსაა შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებელი, რომელიც სპეცაქციის მონაწილე გახდება, „ტოიოტას“ ნებისმიერ ორიგინალ ავტონაწილზე, აქსესუარსა და ტექნიკურ სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

მათივე ცნობით, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე, მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხის შესახებ კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალურ აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

სპეციალური აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 032 2511; www.toyota-tbilisi.com”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი