ლევან გოგიჩაიშვილი ივანე მაჭავარიანს - ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება დღევანდელზე უარესი?

ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება დღევანდელზე უარესი? - ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდის. დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„სამწუხაროდ, ყოველ წელს უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს, თუნდაც სტატისტიკის მონაცემებით, თუნდაც ინფლაციის და ვალუტის კურსის თვალსაზრისით. მართალი რომ გითხრათ, ვერ გავიგეთ, საერთოდ რას აკეთებთ. ხან ერთს ამბობთ, ხან - მეორეს. ძველი პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს, ახალი - მეორეს. არათანმიმდევრულია ეს ყველაფერი - გადაწყვეტილებები, შინაარსი, დაგეგმვა. რეალურად, რომ ვიცოდეთ, ვინ არის პასუხისმგებელი სხვადასხვა მიმართულებით? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება დღევანდელზე უარესი? ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას პრობლემებზე დღგ-სთან მიმართებაში?“ - მიმართა გოგიჩაიშვილმა მაჭავარიანს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა