ემანუელ მაკრონი - ნატო-ს ტვინის სიკვდილის შესახებ ჩემი განცხადება ალიანსის გამოღვიძებას ისახავდა მიზნად

ნატო-ს ტვინის სიკვდილის შესახებ ჩემი განცხადება ალიანსის გამოღვიძებას ისახავდა მიზნად, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს განაცხადა. ლიდერების შეხვედრა პარიზში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის ამ განცხადების შედეგად გამოწვეული გამოხმაურებებით კმაყოფილია და სასურველ შედეგს მიაღწია.

შეხვედრის დროს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო კვლავ ინარჩუნებს სიძლიერეს და პარტნიორებთან ერთად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა 7 ნოემბერს ნატოს ტვინის სიკვდილისა და ევროპის უფსკრულის პირას ყოფნის შესახებ განაცხადა, რასაც ევროპელი ლიდერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა