უკრაინაში უნგრეთის ელჩი - ბუდაპეშტი ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას კვლავ დაბლოკავს

უკრაინაში უნგრეთის ელჩის ისტვან იგიარტოს თქმით, ბუდაპეშტი გაანგრძობს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გამართვის დაბლოკვას. მისი თქმით, უნგრეთის მიერ მსგავსი ქმედებები გამოწვეულია უკრაინის კანონით განათლების შესახებ „რომელიც არღვევს ეთნიკური უნგრელების უფლებებს“.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნგრეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს არ ბლოკავს. ჩვენ ვბლოკავთ მხოლოდ ერთ ფორუმს პოლიტიკურ დონეზე-ეს არის უკრაინისა და ნატო-ს საბჭოს შეხვედრა. ჩვენ გვჯერა, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია არ არის. თუ შენ გსურს ალიანსში გაწევრიანება, უნდა აიღო ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“,-განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ბრალდებები, რომ უნგრეთი რუსული გავლენით უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ბლოკავს, არასწორია.

ოფიციალური ბუდაპეშტი კიევს ქვეყანაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა