„შეცვალეს” აქტივისტი გიორგი რუხაია ამტკიცებს, რომ აქციაზე „ორი წუთის მისული იყო, როცა პოლიცია თავს დაესხა და მანქანაში ჩატენა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოძრაობა “შეცვალეს” დაკავებული აქტივისტის, გიორგი რუხაიას სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო სხდომაზე დღეს საქმის მტკიცებულებებს განიხილავენ და მოწმეებს გამოკითხავენ. რუხაია ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აქციაზე მხოლოდ 2 წუთის მისული იყო, როდესაც თავს პოლიცია დაესხა და დააკავა.

“ბრალდებას არანაირად არ ვეთანხმები და ველოდები გამამართლებელ განაჩენს, იმიტომ რომ ვიდეო-მტკიცებულებებში, რაც დღეს მოვიტანე, წარვადგინე და მოწმეებიც მყავს, ჩანს, რომ ვიყავი ორი წუთის მისული, ზურგს უკნიდან თავს დამესხა პოლიცია და წამიყვანა, ჩამტენა მანქანაში. ეს იყო მხოლოდ. ორი წუთის მისული ვიყავი, მეგობრებს მივესალმე და პოლიციამ დამიჭირა. ყველა ვარიანტში გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს მიღებული, თუ სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა არ შეასრულა”,- განაცხადა რუხაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რუხაია 28 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა