„კონსტრუქტ2-მა“ „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმი გააფორმა

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „m2“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი „კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში „კონსტრუქტ2-ის“ მსმენელები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, თეორიული გამოცდის შემდეგ კი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. კოლეჯის მიერ საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნილი მსმენელების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოსაყალიბებლად დაგეგმილია ინფორმაციული და პრაქტიკულ-მეთოდური თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

„კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის კოლეჯში ყველანაირი პირობაა შექმნილი, თუმცა მათი ხელობის დასახვეწად, განსხვავებულ გარემოში მუშაობა აუცილებლად მივიჩნიეთ. დარწმუნებული ვარ, „კნაუფ გიპს თბილისთან“ თანამშრომლობის შედეგად ჩვენი მსმენელები საუკეთესო უნარ-ჩვევებს შეიძენენ და პროფესიული ზრდისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ“, - აცხადებს „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა