ფიქრია ჩიხრაძე  - დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს არათუ პროპორციული, არამედ არანაირი არჩევნები, რომელიც მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარდება

ეს იქნება თანასწორუფლებიანი, პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, დამოუკიდებელ ქვეყანას, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩიხრაძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ უკვე არსებულ საერთო ოპოზიციურ ფორმატში პროპორციული არჩევნების მოპოვებისათვის აქტიურ ბრძოლას.

„ჩვენი საერთო დასკვნით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს არათუ პროპორციული, არამედ არანაირი არჩევნები, რომელიც მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარდება და მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. ამ მიზნის მისაღწევად მმართველი ძალა ცდილობს კიდევ უფრო გაამწვავოს დაპირისპირება, შეაკოწიწოს სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და ამ ფონზე ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით, რაც ისევ და ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველისა და ადამიანებისაგან დაცლილი, გაჩერებული ქვეყნის პერსპექტივას გვიქადის.

ქართულ საზოგადოებას დღეს სიტუაციიდან გამოსავალი სჭირდება, ხვალინდელი დღის პერსპექტივა, დაცულობა, სიმშვიდე, დასაქმება და განვითარება, მაგრამ მმართველი პარტიის ლიდერის ხედვიდან ჩანს, რომ მის გეგმებში ეს არ შედის. მის მიზნებში მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირები, სწორედ შექმნილი მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისი არის ის გამოწვევა, რომელზე პასუხისმგებლობაც დღეს ჩვენ და საერთოდ, ყველა ჯანსაღმა საკუთარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა და პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა