ოთარ კახიძე - შსს-მ სასამართლოზე  ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომიტინგეები არღვევდნენ კანონს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომიტინგეები არღვევდნენ კანონს,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს” ლიდერმა ოთარ კახიძემ მოძრაობა “გაბედეს” წევრების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან”.

“ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი ფარსი სასამართლოში, სადაც გამოვიდა ოთხი პოლიციელი, რომლებმაც თქვეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუ რამეს აშავებდნენ მომიტინგეები, ვერ დააფიქსირა ვერც ერთმა სამხრე კამერამ, ვინაიდან, არც ერთი კამერა არ იყო ჩართული, ამავე დროს, ისე დაემთხვა, რომ ასობით პოლიციელიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, არც ერთის სამხრე კამერა არ იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომიტინგეები არღვევდნენ კანონს და პოლიცია მათ სთხოვდა გარკვეულ მოქმედებას და კანონიერი მოქმედება ჰქონდათ ამისა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მაინც ჩათვალა, რომ ოთხი პირი არღვევდა კანონს და რომ მათ ჩაიდინეს 173-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული, კერძოდ, არ დაემორჩილნენ პოლიციას. ოღონდ რაში გამოიხატა ეს არდამორჩილება, ეს ყველაფერი არ იქნა მოსამართლის მიერ დადასტურებული. სამწუხაროა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან”,- განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა “გაბედეს” წევრს ანრი ჯანჯღავას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, დავით ნაფეტვარიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო დიმიტრი ლიპარტელიანსა და გიორგი პარუმბეგოვს სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა