მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ხიდზე 2 ადამიანი მოკლა, ტერორიზმში მსჯავრდებული 28 წლის უსმან ხანია

მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ხიდზე დანით 2 ადამიანი მოკლა, 3 კი დაჭრა, ტერორიზმში მსჯავრდებული 28 წლის უსმან ხანია, რომელიც ციხიდან შარშან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემა The Times-ის ცნობით, უსმან ხანი, რომელიც სასჯელს 2012 წლიდან იხდიდა, ციხიდან 2018 წელს გაათავისუფლეს, თუმცა მასზე „ელექტრონული სამაჯურის“ საშუალებით მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ინციდენტი ლონდონის ხიდზე გუშინ, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. თავდამსხმელს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ესროლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

პოლიციამ თავდასმხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა