გიგა ბოკერია - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეცვალა “სალი კლდე“ პოზიცია, რომ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე და „გერმანულ მოდელზე“, საბაბს არ მივცემდით ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ფორმატი უცნაურია, რადგან აქ წარმოდგენილი არ არის იმ სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის უკან იდგა. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში" განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი მოთხოვნა ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა იქნება. ასევე, მისივე თქმით, ისაუბრებენ „გავრილოვის ღამის" პატიმრებზეც.

„ძალიან უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც ამ მოთხოვნის უკან იდგნენ, ისინი არ დაპატიჟეს ჩვენი მიმართვის მიუხედავად. მას შემდეგ, რაც შეცვალეს „სალი კლდე“ პოზიცია, რომ საერთოდ არანაირ საუბარს არ აპირებდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და გერმანულ მოდელზე, არანაირ საბაბს არ მივცემდით, რომ ეთქვათ, ოპოზიციამ შეხვედრა ჩაშალაო. უამრავი პრობლემა და საკითხია დასასმელი ივანიშვილის ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ შეხვედრაზე არის ერთი მთავარი საკითხი, ეს არის იმ დაპირების შესრულება და გერმანულ მოდელზე გადასვლა. აქ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წინადადება. მეორე არის პოლიტპატიმრების საკითხები, „გავრილოვის ღამის" შემდეგ დაკავებული პოლიტპატიმრების საკითხი. ეს არის საკითხები, რაც იქნება არსებითი ნაბიჯები სიტუაციის განმუხტვისთვის, რაც არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არაა რადიკალური პროტესტი, ჩვენი ამოცანაა პროპორციულ და სამართლიან არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება. აქეთკენ სვლას სჭირდება ის ნაბიჯები, რომელზეც მე ვისაუბრე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს