დავით უსუფაშვილი - ხელისუფლება აცხადებდა, რომ თემა დახურულია, დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და მათ ამ კარის მალე დაკეტვის საშუალებას არ მივცემთ

„ხელისუფლება აცხადებდა, რომ თემა დახურულია და კარი ჩაკეტილია. დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და ხელისუფლებას არ მივცემთ ამ კარის მალე დაკეტვის საშუალებას", - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი.

"დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იქნება გადამწყვეტი. ასეთი მასშტაბის პრობლემები ერთ დღეში ვერ წყდება. მთავარია, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ - არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არჩევნებზე გავიდეს, იმიტომ, რომ ასეთი დაპირისპირების ფონზე ყველანი ერთად ჩავიჩეხებით. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება პოლიტიკური გამოსავლის ძიება. ჩვენ პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა გვაქვს ე.წ. გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ქართულად ადაპტირებული საარჩევნო სისტემის მოდელი. დღეს არ შევალთ არანაირ ფორმალურ, იურიდიულ კაზუსებში. ჩვენ ვილაპარაკებთ არსზე - პოლიტიკურ პრობლემას რა პოლიტიკური გამოსავალი აქვს. გამოსავალზე უნდა შევჯერდეთ და შემდეგ გადავიდეთ ფორმაზე: რომელ მუხლში რა ცვლილებაა შესატანი. ხელისუფლება აცხადებდა, რომ თემა დახურულია, კარი ჩაკეტილია და არაფერი შეიცვლება. დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ ამ კარის მალე დაკეტვის საშუალებას. ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოვიქცევით მაღალი პრინციპულობის და პასუხისმგებლობის განცდით,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა