ირაკლი კობახიძე - რაც მეტად დავაიგნორებთ "ნაციონალურ მოძრაობას", მით მალე მიილევიან

ქუთაისის ინციდენტში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისში გუშინ მომხდარ ინციდენტს. კობახიძის თქმით, დესტრუქციულ ქმედებებს ოპოზიციის მხრიდან აქვს ადგილი.

"ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმითაა გამოხატული და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან "ნაციონალურ მოძრაობას" 200 კაცი ძლივს გამოჰყავს".

"ხედავთ, რისი რესურსი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". რა სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი, 200 კაცი ძლივს გამოჰყავს. მილევად რეჟიმშია მათი დესტრუქცია და ზოგადად, ეს პოლიტიკური ძალა. რაც მეტად დავაიგნორებთ "ნაციონალურ მოძრაობას" მით მალე მიილევიან", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა